11 X 11
სპორტული პორტალი

ბოლოს დამატებული

უმტიტი და პიანიჩი ტრანსფერზე დააყენეს

"ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფრანგი მცველი სამუელ უმტიტი და ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი ტრანსფერზე დააყენა და ამის შესახებ მათ პირად აგენტებსაც აცნობა. წყარო: football-espana.net

გრიგალაშვილი მესამე ადგილისათვის ბრძოლაში დამარცხდა

ძიუდოს ტურნირის (-81კგ) წონით კატეგორიაში რეპეშაჟში გასულმა ტატო გრიგალაშვილმა უზბეკ შაროფედინ ბოლტობაევს კი მოუგო, მაგრამ ბრინჯაოს მედლისათვის ორთაბრძოლაში ბელგიელ მატიას კასესთან კონტრილეთზე დაიჭირეს და სუფთად წააგო. ამრიგად, ოქროს ველოდით და უმედლოდ დავრჩით. 

ესკერხან მადიევი 1/4-ფინალშია

საქართველოს წარმომადგენელმა, მოკრივე ესკერხან მადიევმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მეორე ბრძოლა გამართა. მან შესამჩნევი უპირატესობით უგანდელი შადრი ბვოგი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მანჩესტერი და რეალი ვარანის ფასზე მორიგდნენ

"მანჩესტერი" და "რეალი" 28 წლის ფრანგი მცველს რაფაელ ვარანის ტრანსფერის ფასზე მორიგდნენ. ინგლისელები ესპანელებს მასში 50 მილიონ ევროს, ბონუსების" ჩაუთვლელად, გადაუხდიან. თავად ფეხბურთელის წლიური ხელფასი 12 მილიონი ევრო იქნება. ვარანი ხვალ "მანჩესტერის" მედ-ცენტრში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც ხელს მოაწერს. წყარო: twitter.com/NicoSchira

ტატო გრიგალაშვილი – მხოლოდ ბრინჯაოსთვის

ტოკიოს ოლიმპიადის ძიუდოს ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) პირველ წრეში თავისუფალი გახლდათ და ასპარეზობაში მეორედან ჩაერთო. მისი მეტოქე ტაჯიკი აკმალ მურადოვი გახლდათ, რომელსაც ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ  კი მტკივნეული ილეთით დაამარცხა. 1/8-ფინალში სამხრეთ კორეელი სუნ ჰო ლი იპონზე დასცა და  1/4-ფინალში ირანული წარმოშობის მონღოლ საედ მოლაის დაუპირისპირდა, ვისაც ვაზარით უგებდა, მაგრამ შემდეგ მეტოქის ილეთზე წამოეგო, მონღოლმა ანგარიში გაუთანაბრა. მალე გრიგალაშვილის წამოწყებული ილეთი მან ბოლომდე თითქოს ვერ დაასრულა, მაგრამ...…

“მფრინავი ვირები” გაკოტრდნენ

იტალიურმა კლუბმა ვერონას "კიევომ" გამოაცხადა თავისი გაკოტრების შესახებ და პროფესიონალური სტატუსი მოეხსნა. გასულ სეზონში ამ გუნდმა, მეტსახელად "მფრინავმა ვირებმა", სერია B-ში მე-8 ადგილი დაიკავეს და ახლა იტალიის ბოლო სამოყვარულო ლიგაში დაქვეითებულების ადგილს "კოზენცა" დაიკავებს. "კიევო" 1929 წელს დაარსდა და ქალაქ ვერონას უბან კიევოს საფეხბურთო კლუბი გახლდათ, რომელიც დიდხანს ეტოქებოდა თანაქალაქელ "ჰელასს", რომლის ტიფოზები "კიევოელებს" დასცინოდნენ, რომ ეს გუნდი სერია A-ში მხოლოდ მაშინ გადავა, როდესაც ვირები ფრენას დაიწყებენო.…

უკრაინის საელჩო ესპანეთში: ზოზულია პატრიოტია და დაიცავით დევნისაგან

უკრაინის საელჩომ ესპანეთში ამ ქვეყნის საფეხბურთო ხელმძღვანელობას მოთხოვა დაიცვან უკრაინელი თავდამსხმელი რომან ზოზულია გულშემატკივართა გარკვეული ჯგუფების თავდასხმებისაგან. რომან ზოზულია "ალკორკონში" გადადიოდა, მაგრამ ამ გუნდის ფანატთა ერთმა ნაწილმა ის ფაშისტად შერაცხა, რადგან ბატალიონ "აზოვს",  რომელიც რუს სეპარატისტებსა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაყოფებს ებრძვის, ასპონსორებს. ორი წლის წინ ზოზულიას ასეთივე ბრალდება "რაიო ვალეკანოს" ფანების ჯგუფმაც წაუყენა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფანატთა ამ დაჯგუფებათა…

ატლეტიკომ ლაკაზეტს თვალი დაადგა

იმ შემთხვევაში თუ მადრიდის "ატლეტიკომ" "ბარსელონადან" ფრანგი ანტუან გრიზმანი ვერ დაიბრუნა, მაშინ "არსენალიდან" მისი თანამემამულის, 30 წლის თავდამსხმელის ალექსანდრ ლაკაზეტის ყიდვას შეეცდება, რომელსაც ლონდონელებთან გაის ზაფხულს უთავდება ხელშეკრულების ვადა. წყარო: calciomercato.it

იუვენტუსი რამსის ყიდის

ტურინის "იუვენტუსმა" უელსელი ნახევარმცველი აარონ რამსი ტრანსფერზე დააყენა. მისი ყიდვის სურვილი რამდენიმე ინგლისურმა კლუბმა გამოთქვა. გასხვისების მიზეზი კი ისაა, რომ ბიანკონერის რამსისათვის წელიწადში 7-მილიონიანი ხელფასის გადახდა არ უღირს. წყარო: calciomercato.com