11 X 11
სპორტული პორტალი

ყველა ჩანაწერი

გლდანში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

24 ოქტომბერს გლდანის რაიონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა. ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის, საკრებულოს, გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები დაესწრნენ. სტუმრებმა ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერეს და ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "დღეს ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რადგან პროექტი, რომელიც წელიწადნახევრის უკან დავიწყეთ უკვე…

“რა? სად? როდის?”-ში შეკითხვა საფეხბურთო მოედნის შესახებ დაისვა – მოაზროვნეებმა არასწორად უპასუხეს [PHOTO]

რუსულ ინტელექტუალურ გადაცემა "რა? სად? როდის?-ში" ტულის რაიონის სოფლის წარმომადგენელმა საფეხბურთო მინდვრის შესახებ დასვა შეკითხვა, რომელიც მოაზროვნეებმა ვერ გამოიცნეს. სოფლის სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა მოთამაშეებს უჩვენა საფეხბურთო მოედანზე მოჭრილი ბალახი და შეკითხვაც დასვა: "მე სოფლის ფეხბურთის მოედანზე ვიმყოფები. მოჭრილ ბალახს მთლიანად არ გადავყრით, არამედ სპეციალურად დავალაგებთ და რამდენიმე დღით დავტოვებთ. მითხარი, რა მიზნით ვიქცევით ასე?" მოაზროვნეებს რამდენიმე ვერსია ჰქონდათ: ამ ფორმით იხაზება…

ლაუტაროს კონტესთან უჩხუბია

"ჯენოასთან" მოგებული (2:0) მატჩის დროს "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას თანაგუნდელი ალესანდრო ბასტონის მიმართ, რომელმაც პასი არ მისცა, რის გამოც მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ 72-ე წუთზე გამოცვალა, რამაც მთლად გაააფთრა არგენტინელი, ვისაც გასახდელში კონტესათვის პრეტენზიები წაუყენებია. თავად კონტემ ეს ყველაფერი უარყო, თუ მოედანზე რაიმე უკმაყოფილება ხდება, მატჩის შემდეგ ეს დავიწყებას ეძლევაო.

რეალს პოჩეტინოსთან კონსულტაციები ჰქონდა

მადრიდის "რეალის" სავსებით სერიოზულად განიხილავს მთავარი მწვრთნელის შეცვლის საკითხს. სამეფო კლუბის წარმომადგენლები შეხვედრიან უმუშევარ მაურისიო პოჩეტინოს და ამ საკითხზე უსაუბრიათ. იმ შემთხვევაში თუ "რეალს" მიმდინარე სეზონის განმავლობაში ჩავარდნა კიდევ ექნა, ზიდანის გადაყენება და პოჩეტინოს დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავი ყოფილა.

გრავენბერგს გრანდებმა თვალი დაადგეს

"აიაქსის" ახალგაზრდა ნახევარმცველის რაიან გრავენბერგის სოლიდურმა თამაშმა, რომლის სტილს პოლ პოგბასას ადარებენ, ტოპ-კლუბების ყურადღება უკვე მიიპყრო. მათგან ყველაზე უფრო "ბარსელონა" და "იუვენტუსი" აქტიურობენ, რომლების უკვე გავიდნენ კავშირზე ამსტერდამული კლუბის ხელმძღვანელებთან.

კლოპი ლივერპულიდან წასვლას აპირებს

ბრიტანული მედიისათვის ცნობილი გახდა, რომ გერმანელი მწვრთნელი იუერგენ კლოპი, რომელმიც ამ გუნდის ბოლო წარმატებების სულისჩამდგმელია, აღარ აპირებს ხელშეკრულების გაგრძელებას და სხვა გეგმები აქვს. ამიტომ "წითლების" შეფები მის შემცვლელს აქედანვე ეძებენ და პირველ კანდიდატად მაურისიო პოჩეტინოს მიიჩნევენ, რომელსაც "რეალში" მისვლას უწინასწარმეტყველებენ. თუ მისი დანიშვნა არ მოხერხდა, შემდეგ არგენტინელ მარსელო ბიელსაზე გადაერთვებიან, რომელიც ახლა "ლიდსს" წვრთნის.

რომერომ დალაპარაკება გადაწყვიტა

33 წლის არგენტინელ მეკარეს სერხიო რომეროს "მანჩესტერში" არც ათამაშებენ და არც სხვაგან უშვებენ. ამიტომ, ვიდრე სხვა, იურიდიულ ღონისძიებებს მიმართავდეს, გადაწყვიტა კლუბის ხელმძღვანელებთან მომავალ კვირაში დაილაპარაკოს.

უპამეკანოში ლივერპული 44-50 მილიონს იხდის

მთელი სეზონით გამოკლებული ვირჯილ ვან დეიკის შემცვლელად "ლივერპულს" "ლაიფციგიდან" ცენტრალური მცველის დაიოტ უპამეკანოს იანვარში ყიდვა რომ უნდა, რამდენიმე დღის წინათ შეგატყობინეთ. ახლა გაირკვა, რომ ფრანგში, რომელსაც გერმანულ კლუბთან 2023 წლამდე აქვს ხელშეკრულება დადებული, მერსისაიდელები 44-50 მილიონი ევროს ფარგლებში ივაჭრებენ.

კუმანი: გვებრძვიან!

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ელ კლასიკოში წაგების შემდეგ განაცხადა, რომ VAR-ი მუდმივად კატალონიელების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს. "კარგად ვთამაშობდით, ბევრი ხიფათი შევუქმენით მოწინააღმდეგის კარს. არც მეორე ტაიმში გამოვიყურებოდით უარესად, მაგრამ მსაჯის შეცდომის გამო წავაგეთ, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებდით. რომ არა მოგონილი პენალტი, ნამდვილად მოვიგებდით და ეს პირში ვუთხარი მსაჯს ხუან მუნურუას და ისიც ვერ გავიგე ესპანეთში ეს ვარ-ი როგორ მუშაობს. აგერ უკვე ხუთი მატჩი ვითამაშეთ და ვარ-ს ერთხელაც…