11 X 11
სპორტული პორტალი

მამა 7 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს

0
მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს კრივში კარლოს ბალდომირს საკუთარი შვილის გაუპატიურებისთვის სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
 
გარდა ამისა, გამოძიებამ აჩვენა, რომ ბალდომირმა ძალადობა მაშინ დაიწყო, როცა გოგონა 7 წლის იყო და ამას რეგულარულად აკეთებდა. პირველმა სამართალდამცველებს ბალდომირის ყოფილმა ცოლმა მიმართა.
 
სასამართლო პროცესის დროს არგენტინელი პროვოკაციულად იქცეოდა, დამსწრეებს შუათითს აჩვენებდა და ყველას შეურაცხყოფას აყენებდა.
 
48 წლის მოკრივემ პროფესიული კარიერა 2014 წლებში დაასრულა. რინგზე ყოფნის პერიოდში არგენტინელმა 71 ბრძოლა გამართა, საიდანაც 49 მოიგო, 16-ში კი დამარცხდა.
 
ბალდომირის სპორტულ  კარიერაში ერთ-ერთი განსაკუთრებული ბრძოლა ფლოიდ მეივეზერთან გამართული
ჩხუბია. 2006 წელს არგენტინელი უძლეველ ამერიკელთან 12-რაუნდიან შეხვედრაში ქულებით დამარცხდა.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო