11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსა ფატის აძვირებს

0 39

“ბარსელონას” 17 წლის ტალანტმა ანსუ ფატიმ აწ გასრულებულ, პანდემიისაგან გაწელილ, მისთვის სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 8 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი და კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები, არგასაკვირია, მას რომ ბლაუგრანას ნათელ მომავალს უკავშირებენ. თუმცაღა, ლამასიას აღზრდილ ესპანელს რამდენიმე გრანდმა უკვე დაადგა ხარბი თვალი და მის გადასაბირებლად ხელებიც დაიკაპიწეს. განსაკუთრებით პსჟ აქტიურობს, რომლის მიერ ნეიმარის წაგვრა, ძაღლის ნაკბენივით ახსოვთ “ბარსელონას” შეფებს. ამიტომ ფატის მსურველთა მადის დასაცხრობად კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯი და გადაწყვიტეს 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედ მის კონტრაქტში ცვლილებები შეიტანონ. პირველ რიგში ფეხბურთელს ჯამაგირს მნიშვნელოვნად გაუზრდიან, ხოლო გამოსასყიდ თანხად 400 მილიონ ევროს ჩაუწერენ. როგორც “მარკა” გვაუწყებს, მოლაპარაკება ამ დღეებში დაიწყება. სხვათა შორის, transfermarketis-ის შეფასებით ფატის ამჟამინდელი ღირებულება 50 მილონ ევროს არ აღემატება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო