11 X 11
სპორტული პორტალი

ინტერი სანჩესს გამოისყიდის

0
“მანჩესტერისაგან” ნათხოვარმა ალექსის სანჩესმა “ინტერში” თავი მაინცდამაინც ვერ გამოიჩინა, ამ სეზონში  არასრულად ჩატარებულ 29 მატჩში მხოლოდ 4 ბურთი შეაგდო და 10-ჯერ უპასა საგოლედ პარტნიორებს. მიუხედავად ამისა, როგორც იტალიური მედია ირწმუნება, ნერიაძურის ბოსობა უკვე შეუთანხმდა მანკუნინელ კოლეგებს და 31 წლის ჩილელ თავდამსხმელში გამოსასყიდად 15 მილიონ ევროს გადაიხდიან.თავად ფეხბურთელი კი სამი სეზონის განმავლობაში ასევე 15 მილიონით შეივსებს საბანკო ანგარიშს. ამის თაობაზე, როგორც კი “ხეტაფესთან” ევროპა ლიგის მატჩს ითამაშებენ, ოფიციალურად გახდება ცნობილი.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო