11 X 11
სპორტული პორტალი

კოკორინს და მამაევს ლამპარი უკან მიადევნეს

0 43

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობისათვის გასამართლებული რუსი ფეხბურთელების ალექსანდრ კოკორინისა და პაველ მამაევის ადვოკატთა აპელაცია განიხილა და ახალი განაჩენი გამოაქვეყნა.

კოკორინის სასჯელი ძალაში დატოვა, ხოლო მამაევს პატიმრობა გამოსასწორებელი სამუშაოებით შეუცვალა. ასევე შეეცვალათ პატიმრობა კოკორინის უმცროს ძმას კირილს და მათ მეგობარს ალექსანდრ პროტასოვიცკის, რომლებიც ორიოდე წლის წინანდელ გახმაურებულ ჩხუბში მონაწილეობდნენ და მათაც გამოსასწორებელი სამუშაოები დააკისრა.

ეს ყველაფერი კი უკან მიდევნებულ ლამპარს ჰგავს, რადგან ოთხივემ პირველი ინსტანციის მიერ მისჯილი პატიმრობის ვადა უკვე მოიხადა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო