11 X 11
სპორტული პორტალი

ჟოზე მოურინიო: მე და კასილასს პროფესიონალური გადაწყვეტილებების გამო პრობლემები გვქონდა

0
მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლეგენდარული მეკარე იკერ კასილასის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ძირითადი შემადგენლობიდან ამოგედების შემდეგ მეგობრად მოიხსენია.
“მე და იკერს რთული მომენტები პროფესიონალური გადაწყვეტილებების გამო გვქონდა, თუმცა პირადი მიზეზით დაძაბულობაც არ ყოფილა. ის “რეალის”, ესპანეთის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. მისი გონება და მომწიფებულობა მისდამი პატივისცემით განმაწყობდა. გარკვეული ხნის შემდეგ კი ორმხრივი პატივისცემა მეგობრობაში გადაიზარდა,”- განაცხადა ჟოზემ.
ჟოზე მოურინიოს ყოველთვის ერთი და იგივე სტილი ჰქონდა: სადაც მიდიოდა, ყველგან მთავარი ის უნდა ყოფილიყო და ძველ კაპიტნებს მუდმივად თავიდან იშორებდა. ასე მოექცა რაულს, შემდეგ რუნის, კასილასთან იგივე არ გამოუვიდა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი იკერს ძირითად შემადგენლობას არ აკარებდა იმ არგუმენტით, რომ იმ დროს უკვე ანტონიო ადანი მასზე უკეთესი მეკარე იყო. სტატიის მომზადების წყარო:  AS.es
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო