11 X 11
სპორტული პორტალი

ბენზემა მოერევა თუ იბრაჰიმოვიჩი?

0

უბერებელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი რომ აღმოსავლური ორთაბრძოლების ტრფიალი და ამ მხრივ საკმაოდ გაწვრთნილია, ეს მოედანზეც კარგად ჩანს. აქ მხოლოდ ბურთაობას არ ვგულისხმობთ. მრავალგუნდმოვლილი ვეტერანი შვედის გოლებთან ერთად, მისი ჩხუბებიც გვახსოვს, როდესაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით სახეში ფეხის ოსტატური დარტყმებით, უსწორდებოდა.

ახლა გაირკვა რომ იბრას კვალზე კარიმ ბენზემაც შემდგარა. მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი თურმე ცნობილ კიკბოქსიორ ფაუდ ეზბირის ეძმაკაცება და მასთან ერთად რამდენიმეჯერ უვარჯიშია კიდეც, თანაც საკმაოდ წარმატებულად.

შემდეგ კი დოსტისათვის სიტყვა ჩამოურთმევია, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ნახევარი წლის განმავლობაში გამწვრთენი და თუ ჩათვლი, რომ ორთაბრძოლებისთვის მზად ვიქნები, ხომ იცი, ჩხუბებში უშიშრად გადავეშვებიო. თქმა რად უნდა, ფაუდისგან სიხარულით თანხმობა მიუღია, რომელსაც მედიისთვის უთქვამს, კარიმი ნამდვილ დიდ ოსტატად ჩამოყალიბდებაო.

ასე რომ, პრომოუტერები ყურადღებით უნდა იყვნენ – აბა, როგორი სანახავი იქნება ტატამზე თუ რინგზე კარიმ ბენზემასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მუშტი-კრივი და წიხლაობა?!

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო