11 X 11
სპორტული პორტალი

კუბო მალიორკადან ვილიარეალში

0

19 წლის იაპონელი შემტევი ნახევარმცველი ტაკეფუშა კუბო, რომელიც მადრიდის „რეალს“ გასულ სეზონში „მალიორკაში“ ყავდა განათხოვრებული, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას არც ახლო მომავალში ჭირდება და ამიტომ „იაპონელ მესიდ“ წოდებულ, საკმაოდ ნიჭიერ ყმაწვილს კვლავ იჯარით, ამჯერადაც ერთი წლით „ვილიარეალში“ უშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ სეგუნდაში გავარდნილ ბალეარულ გუნდს იგი 35 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ 4 გოლით და ამდენივე შედეგიანი პასით შეეწია, მაინც იმდენად გამორჩეული გახლდათ, რომ მასზე ძვირს ვერავინ იტყვის და „მალიორკას“ „კუბოს“ დადგმაში ნამდვილად ვერავინ დაადანაშაულებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო