11 X 11
სპორტული პორტალი

უკრაინული ფეხბურთის შეფს კორონა შეეყარა

0 17

უკრაინული ფეხბურთის შეფს კორონა შეეყარა უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტს ანდრეი პაველკოს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად მან გვამცნო და ისიც დაურთო, რომ თავს კარგად გრძნობს, დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მუშაობის გაგრძელებას დისტანციურად აპირებს. ამასთან დაამატა, რომ მასთან კონტაქტში მყოფი პირები, მათ შორის ასოციაციის თანამშრომლები, ყველა დადგენილია და თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი. პაველკო ირწმუნება, რომ მისი და მისი თანამშრომლების დასნებოვნება უკრაინული ფეხბურთის მართვას არ შეეტყობა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო