11 X 11
სპორტული პორტალი

გიჟმაჟ გაზაზე ფილმს იღებენ

0

ძალიან კარგ, მაგრამ დამთხვეულ ინგლისელ ფეხბურთელ პოლ გასკოინზე ფილმის გადაღება იწყება, რომლის სცენარი თავად პროტაგონისტის წიგნების მიხედვითაა შექმნილი და რომლის დაწერაში თვითონაც მიიღო მონაწილეობა. ნავარაუდევია, რომ ფილმა ამა წლის ნოემბერში დასრულდება. საქმეს მხოლოდღა ის აფერხებს, რომ მთავარი როლის შემსრულებელი რეჟისორებმა ჯერ ვერ მოიძიეს. თავად ყოფილი ფეხბურთელი ამბობს, რომ ამ ფილმში ყველაფერი ობიექტურად იქნება ნაჩვენები, კარგიც და ცუდიც. ცუდი კი მის ცხოვრებაში ბევრი იყო. ლოთობა, რომელიც ქრონიკულ ალკოჰოლიზმში გადაეზარდა, გაუთავებელი ჩხუბები და სკანდალები, მეუღლესთან გაყრა, გაკოტრება და ა.შ. რამდენიმეჯერ ის ექიმებმა თითქმის გარდაუვალ სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან. პოლ გასკოინი მართლაც გამორჩეული თავდამსხმელი გახლდათ და რომ არა მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი, უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევდა. მას კარიერის საუკეთესო წლები “ნიუკასლში”, “ტოტენჰემსა” და “ლაციოში” აქვს გატარებული, ხოლო ინგლისის ნაკრებში 57 მატჩში 10 გოლიშეაგდო და 1990 წლის მუნდიალსა და 1996 წლის ევროპირველობაზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო