11 X 11
სპორტული პორტალი

ინტერმა სმოლინგს დაუმიზნა

0 22

„მანჩესტერის“ 30 წლის მცველმა კრის სმოლინგმა, რომელსაც მანკუნიანელებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, აწგასრულებული სეზონი „რომაში“ იჯარით გაატარა, 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და არცთუ ურიგოდ, მაგრამ ჯალოროსოში აღარ დატოვეს, რადგან „მანიუს“ მოთხოვნილი გამოსასყიდი თანხა რომაელებს ეძვირათ. მეტიც, ინგლისელებმა სმოლინგს ამ სეზონის ევროპა ლიგის მატჩებში თამაშის ნება არ დართეს და იტალიიდან სასწრაფოდ კი გაიხმეს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ფეხბურთელს ისევ აპენინებზე მოუწევს დაბრუნება, რადგან მისი სამსახურით, როგორც ამას  La Gazzetta dello Sport-ი გვაუწყებს, „ინტერი“ დაინტერესდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო