კარანტინი დაარღვია და …
შოტლანდიის საფეხბურთო ლიგამ ჩემპიონი “სელტიკის” ორი მომდევნო მატჩი, რომლებიც 12 და 15 აგვისტოს, შესაბამისად “სენტ-მირენთან” და “აბერდინთან” უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადადო. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გლაზგოელთა ბელგიელთა მცველი ბოლი ბოლინგოლი-მბობო უნებართვოდ ესპანეთში გაემგზავრა რამდენიმე დღით. ახლა უდისციპლინო ბოლის კარანტინში მოუწევს ყურყუტი და გუნდიც აზარალა.