11 X 11
სპორტული პორტალი

მარია შარაპოვას დიეტა

0

სახელგანთქმულმა რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ მიმდინარე წლის თებერვალში  განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ და მთლიანად ბიზნესში გადაინაცვლა. გარდა სარეკლამო საქმიანობისა, მაშას ტანსაცმლის საკუთარი ხაზი და ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია sugarova-ც აქვს და არაა გასაკვირი, რომ მისი რეკლამირებაც უხდება. ახლახან მან ტკბილეულის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი აზრით, სპორტსმენებისათვისაც კი მთლიანად მასზე უარის თქმა მიზანშეწონილი არ არის და თავად თურმე სუსნაობა ძალიან უყვარს.

„აქტიური სპორტში ყოფნისას, მართალია, დიეტოლოგთა რჩევებს განუხრელად ვასრულებდი. მთლიანად უარი მქონდა ნათქვამი ძეხვეულსა და ლორეულზე, ღორის და ცხვრის ხორცზე, კარაქსა და მცენარეულ ზეთზე. ასევე პირს არ ვაკარებდი კარტოფილს, ბრინჯსა და წიწიბურას. რძის პროდუქტებიდან მხოლოდ ხაჭოს მივირთმევდი. მკაცრად ვიცავდი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსს, მაგრამ პერიოდულად შოკოლადს, კანფეტებს და ნამცხვრებსაც მივირთმევდი, ოღონდ ზომიერად. ახლაც სპორტულ დიეტაზე ვარ, რადგან ფიგურის შენარჩუნებაზე ვზრუნავ, თუმცა თავს ხშირად ვაძლევ უფლებას ტკბილეულითაც ვისიამოვნო. ჩემი დილა  ნახევარი ლიტრი ლიმონიანი წყლით იწყება, შემდეგ 2-3 კილომეტრიანი აქტიური გარბენით. საუზმეს, სადილს და ვახშამს ზუსტად განსაზღვრულ დროზე მივირთმევ. დესერტის უფლებას თავს მხოლოდ ნასადილევს ვაძლევ, საღამოს კი ისევ გარბენი ან ტრენაჟორების დარბაზში ვხარჯავ ზედმეტ კალორიებს. კვების ამგვარი რეჟიმი საშუალებას მაძლევს პირვანდელი წონა უპრობლემოდ შევინარჩუნო“, – დაგვარიგა მარიამ და მის შემხედვარეს ძნელია არ დაეთანხმო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო