11 X 11
სპორტული პორტალი

მესიმ მილანში სახლი იყიდა

0

La Gazzetta dello Sport-ი გვამცნობს, რომ ლიონელ მესიმ მილანში, ელიტურ რაიონში, “ინტერის” კლუბის მთავარი ოფისის სიახლოვეს, სახლი იყიდა. საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ იქვე სახლი ლეოს მამამ ხორხემაც შეიძინა. ამ ამბავმა გაამძაფრა ჭორი იმის თაობაზე, რომ არ არის გამორიცხული, არგენტინელი გენიოსი ნერიაძურიში გადავიდეს. ხსენებული პოპულარული გამოცემა იმასაც ამატებს, რომ “შავ-ლურჯები” მესის ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, წლიური 65 მილიონი ევროს ანაზღაურებით. ეს ამბავი ამბად, მაგრამ ცოტა ძნელი წარმოსადგენია “ელ მონგოლიკომ” “ბარსელონა” დატოვოს. თუმცა, შეუცნობელია გზანი უფლისანი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო