11 X 11
სპორტული პორტალი

მესის ტრავმა აქვს, მაგრამ …

0
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8ფინალურ მატჩში “ნაპოლის” მცველმა კალიდუ კულიბალიმ “ბარსელონას” თავდამსხმელს ლიონელ მესის კინაღამ კოჭი რომ წააწყვიტა, ალბათ, ყველამ ნახეთ. ლეო კარგა ხანს იწვა მეტოქის საჯარიმო მოედანზე და ექიმების წყალობით თამაში კი გააგრძელა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ფეხი სტკიოდა. როგორც ჩანს, ტრავმა ახლაც აწუხებს. დღევანდელ ვარჯიშზე არგენტინელი სახვევით იყო და აშკარად ზოგავდა მარცხენა ფეხს. ბლაუგრანას მედ-შტაბიდან კი მოვიდა ცნობა, რომ მესის ტკივილი ისევ აქვს, მაგრამ იმედოვნებენ, “ბაიერნთან” საჩემპიონათლიგო 1/4ფინალში, რომელიც 14 აგვისტოს გაიმართება, თამაშს შეძლებს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო