11 X 11
სპორტული პორტალი

ნადალმა უარი განგვიმარტა

0 24

გეცოდინებათ, რაფაელ ნადალმა რომ ამერიკის ღია პირველობაზე თამაშზე უარი განაცხადა. ახლა კი ესპანელმა ჩოგბურთელმა ამ გადაწყვეტილების მიზეზი გაამხილა. რაფას თქმით, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც მის სამშობლოში კორონავირუსული პანდემია არ ცხრება და სურს ხიფათს თავი აარიდოს. ამასთან, პანდემიის გამო სრულფასოვანი ვარჯიშებიც კი ვერ შეცვლის საშეჯიბრო მატჩებს და გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ფორმაში არაა, არ უღირს გარისკვა. ამას ისიც ემატება, რომ გრუნტიანიდან მაგარ საფარზე სწრაფი გადანაცვლება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა იმის გამოც გამოთქვა უკმაყოფილება, რომ მრავალთვიანი უთამაშებლობის შემდეგ, ტოპ-ჩოგბურთელებს ორგანიზატორებმა ძალიან მჭიდრო კალენდარი შესთავაზეს და ყველაფერი ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ნებისმიერს გაუჭირდება მაღალი კლასის თამაშის ჩვენება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო