11 X 11
სპორტული პორტალი

ტრამპს ლებრონს მაიკლი ურჩევნია

0

მაიკლ ჯორდანი თუ ლებრონ ჯეიმსი? ეს კითხვა სულ ტრიალებს და ალბათ ვერასოდეს გაირკვევა თუ ვინაა კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე. ჯერჯერობით მაინც ისე მოჩანს, რომ გულშემატკივართა უფრო დიდი ნაწილი ჯორდანს ანიჭებს უპირატესობას. მათ შორისაა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც, როგორც ჩვევია, ხისტად მიანიჭა უპირატესობა მაიკლს და ეს მეტად თავისებურად ახსნა. აქაოდა, ჯეიმსისაგან განსხვავებით, ჯორდანი პოლიტიკაში არ მიძვრება და ამიტომაც ხალხს უფრო მეტად უყვარსო. გეცოდინებათ, ლებრონი ტრამპის პოლიტიკის (თუ ესმის მაინც-sic!) აქტიური კრიტიკოსია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო