11 X 11
სპორტული პორტალი

შენგელიას მწვრთნელს კორონასი არ ეშინია

0

“ბასკონიადან” მოსკოვის ცსკა-ში გადასული თორნიკე შენგელიას მთავარი მწვრთნელი, ბერძენი დიმიტრის იტუდისი კოვიდ-19-ით დაავადდა. ამის შესახებ მან ათენიდან, საკუთარი სახლიდან იუწყა. “პარასკევს თავი ცოტა შეუძლოდ ვიგრძენი, სიმპტომები კორონა ვირუსის შეყრას წააგავდა. გამოკვლევა ჩავიტარე და დიაგნოზი დადასტურდა. საბედნიეროდ, მსუბუქი ფორმა აღმომაჩნდა და ახლა ინტენსიურად ვმკურნალობ. იმედი მაქვს ექიმების წყალობით, მალე გამოვჯანმრთელდები. თავს გაუფრთხილდით” – გაგვაფრთხილა დიმიტრი ბატონმა. ბუნებრივია, ცსკა-ს კალათბურთელებს პირველი საწვრთნელი შეკრების გავლა მთავარი მწვრთნელის გარეშე უწევთ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო