11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

ჩემმა მზემ, არა ღირს!

0
03.06.21. 663×81 ბანერი
იტალიური მედია წერს, რომ „ნაპოლის“ 29 წლის სენეგალელ მცველს კალიდუ კულიბალის, რომლის მიმართ ინტერესს პსჟ, „ლივერპული“, „მანჩესტერი“ და კიდევ რამდენიმე კლუბი იჩენს, ახალი მსურველი გამოუჩნდა. გამოუჩნდა კი არა, როგორც ირწმუნებიან, „მანჩესტერ სიტი“ მზადაა ნეაპოლელებს, რომლის საკუთრება კულიბალი 2023 წლის ზაფხულამდეა, 55 მილიონი ევრო ჩაუთვალოს. ფეხბურთელის აგენტი კი უკვე პირადი ხელშეკრულების დეტალებს ათანხმებს თურმე „ქალაქელებთან“. ისე, ვისი რა საქმე, ვის ვინ რამდენი უღირს, მაგრამ თუ ეს კონტრაქტი გაფორმდა, შეიძლება ითქვას, რომ ორკესტრირებულმა აპენინურმა პრესამ კულიბალის მაზანდა მაგრად აუწია.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო