11 X 11
სპორტული პორტალი

ციმიკასის პირველი ლივერპულული

0 24

“ოლიმპიაკოსიდან” “ლივერპულში” გადასულმა 24 წლის ბერძენმა მცველმა კოსტას ციმიკასმა პირველი ალბიონური ინტერვიუ, რა გასაკვირია და მერსისაიდული კლუბის პრეს-სამსახურს მისცა. არც ის გაგვკვირვებია, რომ კოსტა ბიჭს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. ოდენ ბანალური ფრაზებით შემოიფარგლა, ბედნიერი ვარ ასეთ დიდ გუნდში გადასვლით და ყველაფერს ვიღონებ, რათა ღირსეული ადგილი დავიმკვიდრო აქო. შემდეგ აქო და აქო “ლივერპული”, დღეს მასზე ძლიერი დუნიაზე არავინააო. ერთადერთი ორიგინალური მის ნაუბარში ის გახლდათ, რომ მისი ძმა ბავშვობიდანვე “წითლების” თავგადაკლული ფანი ყოფილა და რომ შეუტყვია კოსტასს იწვევენო, სიხარულით კინაღამ ჭკუაზე შეშლილა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო