11 X 11
სპორტული პორტალი

“ინტერი” და “მანჩესტერი” ევროპა ლიგის ფინალზე გაიწევენ [VIDEO]

0

დღეს ევროპა ლიგის ორი მეოთხედფინალური მატჩი შედგა.

დიუსელდორფში, “ინტერისა“ და „ლევერკუზენის“ მატჩის პირველი ტაიმის მხოლოდ პირველი ნახევარი გამოდგა გოლებიანი. ეს ძირითადად იმან გამოიწვია, რომ მილანელებმა თავიდანვე ხელთ იგდეს ინიციატივა და მათ მონდომებას შედეგიც მოჰყვა. კარგი იყო ლუკაკუ, რომელიც მარცხენა ფრთიდან აქტიურობდა და ამან შედეგი მე-15 წუთზე მოიტანა. ნერიაძურის ბელგიელმა თავდამსხმელმა საჯარიმოშო სიტუაცია გაამწვავა და ბარელამ ანგარიში გახსნა.

ხუთიოდე წუთში ისევ ლუკაკუმ იყოჩაღა, საჯარიმოში ჩვეულად, სხეულით დაფარა ბურთი და მცველთან ძალისმიერ ორთაბრძოლაში მაინც გაუტანა ჰრადეცკის. აპენინელები ცოტა დამშვიდდნენ, მაგრამ ზედმეტი მოუვიდათ და უყურადღებობის გამო დაისაჯნენ – საჯარიმოში ჰავერცი შეეპარათ და 2:1.

დანარჩენ დროში „ინტერი“ კარგად ირჯებოდა, მეტოქეს, რომელიც მაინცდამაინც მონდომებული არ ჩანდა, შანსი არ მისცა და დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე.

კიოლნში, „რეინ ენერგიზე“, ფრანგი კლემან ტირპენის სასტვენისთანავე „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელიც ბოლო ხანს კარგად ათამაშდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც გაინაღდა, ეგრევე ეკვეთა „კოპენჰაგენის“ კარს, მაგრამ სტალე სოლბაკენის შეგირდები სულაც არ შემკრთალან, მშვიდად მოიგერიეს მეტოქის არცთუ გააზრებული იერიშები, ჯერ თამაში დააწყნარეს, შემდეგ კი სამჯერ იქით დაემუქრნენ რომეროს კარს.

განსაკუთრებით, ყოფილი „მანიუელი“ გილერმო ვარელა აწუხებდა ინგლისელთა დაცვას. დანიელთა ეს მონდომება ნელ-ნელა დააცხრეს მანკუნიანელებმა და ტაიმის ბოლო წუთზე გრინვუდმა გოლიც შეაგდო, მაგრამ თამაშგარე იყოო. პირველ ნახევარში სულ ეს გახლდათ.მეორეში ულე-გუნარ სულშაერის გუნდი თავიდანვე დაეუფლა ყველანაირ უპირატესობას, საგოლეს ვერ ვიტყვით, მაგრამ სახიფათოს მსგავსი მომენტი კი იქმნებოდა კოპენჰაგენელთა კართან ხშირად იქმნებოდა, ერთხელ ძელიდან ასხლეტილი ბურთი რეშფორდმა გაიტანა, მაგრამ ისევ ოფსაიდი გახლდათ.

ნაღდი საგოლე მომენტი კი დანიელებს ჰქონდათ, თუმცა შეცვლაზე შესულმა ოვიედომ მანჩესტერელ მცველს გაარტყა ბურთი. ასე იყო თუ ისე, ძირითადი დრო ნულოვანი ყაიმით გასრულდა. ოვერტაიმში კი წითლებს გუნდში მესიის კვართით მოვლენილმა ბრუნო ფერნანდესმა უშველა და შეხვედრის ერთადერთი გოლი 11-მეტრიანი დარტყმით 95-ე წუთზე გაიტანა.

ამიგად მეორე დონის ევროპულს საფეხბურთო შეჯიბრს ორი გრანდი შემორჩა. მათი მოპაექრები კი უკვე დღეს, 11 აგვისტოს გაირკვევა. “ინტერს” “შახტარსა” და “ბაზელს” შორის გამარჯვებული დაეჯახება, ხოლო “წითელ ეშმაკებს” ფინალში გასასვლელად თანამემამულე “ვულვზსა” და “სევილიას” შორის მოგებულს დაუპირისპირდებიან.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო