11 X 11
სპორტული პორტალი

ალკანტარა ლივერპულს შეუთანხმდა

0

 

ბრაზილიური წარმოშობის 29 წლის ესპანელ ნახევარმცველს ტიაგო ალკანტარას „ბაიერნში“, რომელთანაც კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, დარჩენა აღარ სურს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მას „ლივერპული“ იწვევს. ფეხბურთელის აგენტს მერსისაიდელებთან უკვე შეუთანხმებია პირადი კონტრაქტი და ახლა ჯერი მიუნხენური კლუბის ბოსობაზეა. ამასწინათ „რეკორდმაისტერის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ არ დამალა, რომ თუ შესაფერის თანხას გადაიხდიან, ალკანტარას არ დააბრკოლებენ. რამდენია შესაფერისი თანხა, კალეს არ უთქვამს, მაგრამ ინფორმირებული წყაროები 30 მილიონ ევროს ასახელებენ.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო