11 X 11
სპორტული პორტალი

ევროპა ლიგაზე ნახევარფინალისტები ცნობილია

0
დასრულდა ევროპა ლიგის ბოლო ორი 1/4ფინალური შეხვედრა და ნახევარფინალში ადვილად სავარაუდო წყვილები ვიხილეთ: ინტერი-შახტარი და მანჩესტერი-სევილია. შახტარი-ბაზელი 4:1 გელზენკირხენი, „ფელტინს-არენა“ მსაჯი: მ.ოლივერი (ინგლისი) გოლები: მორაეში, 2(1:0); ტაისონი, 22(2:0); ალანი, 75-პენ.(3:0); დოდო, 88(4:0); ვოლფსვინკელი, 90+2(4:1).   ვერ ვიტყვით, სწრაფმა გოლმა ითამაშა თუ არ გადამწყვეტი როლი, მაგრამ ანგარიშის გახსნიდან, რომელიც კუთხურიდან ჩაწოდებულით გავიდა, შვეიცარიულმა გუნდმა თავისი თამაში ვერ და ვერ იპოვა. სხვათა შორის, ეს ევროპა ლიგურ ბოლო შვიდ შეხვედრაში მათ  მიერ გაშვებული პირველი გოლი გამოდგა. მატჩში დონბასელებს მყარად ეპყრათ ძალზე დიდი ტერიტორიული უპირატესობა, სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ და მეორე გოლიც, რომელიც სინამდვილეში ფრეის ფეხიდან რიკოშეტით შევარდა, სავსებით ლოგიკური გახლდათ. მეორე ტაიმში ალპიელებმა ცოტა კი გაიფაფხურეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. მეტიც, ტაისონის წაქცევისთვის დანიშნული პენალტით ალანმა მესამე გაიტანა. მატჩის ბოლოსკენ უკრაინელებმა ანგარიში სულაც გამანადგურებელი გახადეს, მაგრამ „ბაზელმა წამატებულ დროში „ანგარიშის „დასველება“ შეძლეს და ამით ყველაფერი მორჩა.     ვულვზი-სევილია 0:1 დუისბურგი, MCB-არენა მსაჯი: დ. ორსატო (იტალია) გოლი: ოკამპოსი, 88. ამ საუკუნეში ამ ინგლისურ გუნდს ევროთასებზე ასე წარმატებით არ უთამაშია და ევროპა ლიგის ხუთგზის მომგებ მეტოქესთანაც შეიძლება საქმე დებიუტიდანვე კარგად წასვლოდა. მე-11 წუთზე ტრაორემ მარცხენა ფლანგიდან ისეთი სისწრაფე აკრიფა, რომ ადევნებულმა კარლოსმა მხოლოდ საკუთარ საჯარიმოში “მოახერხა“ მისი წაქცევა, მაგრამ რად გინდა? – დანიშნული პენალტი ხიმენესმა ისე უნდილად დაარტყა, რომ ბონოს მისი მოგერიება არ გასჭირვებია. ამის შემდეგ შესვენებამდე, იქ გამართულ ფეხბურთს თამაში ძნელად თუ ეთქმოდა. მეორე ნახევარში ბევრი არაფერი შეცვლილა და თითქოს დამატებითი დრო უნდა დანიშნულიყო, მაგრამ საჯარიმოს ჩაწოდების შემდეგ ანდალუსიელთა საუკეთესო მოთამაშემ ოკამპოსმა თავურით თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო