11 X 11
სპორტული პორტალი

ბენალიო ბიზნესში წავიდა

0
ამა წლის 8 სექტემბერს 37 წლის გახდებოდა, თავის ბოლო კლუბში „მონაკოში“ სულ სათადარიგო გახლდათ და შეიძლება ამადაც გადაწყვიტა დიეგო ბენალიომ კარიერა დაესრულებინა. ამ შვეიცარიელმა გოლკიპერმა პროფესიული კარიერა „ბადენში“ დაიწყო, საყოველთაოდ ცნობილი კი „გრასჰოპერსში“ ასპარეზობით გახდა. შემდეგ იყო ‘შტუტგარტი“, „ნასიონალი“, „ვოლფსბურგი“ და „მონაკო“. თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 61 მატჩი აქვს გამართული. „თითქმის ოცწლიან კარიერაში 500-ზე მატჩი მაქვს ჩატარებული, მჯერა გულშემატკივრებს ყველგან თავი კარგად დავამახსოვრე და ვფიქრობ, დროა ფეხბურთს დავემშვიდობო. გამოგიტყდებით, მიჭირს ამის გაკეთება, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. უსაქმოდ ყოფნას ნამდვილად არ ვაპირებ. პარტნიორებთან ერთად რამდენიმე სპორტთან დაკავშირებული ბიზნეს-პროექტი მაქვს წამოწყებული და იმედია იქაც წარმატებული ვიქნები“, – ბრძანა ბენალიომ.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო