11 X 11
სპორტული პორტალი

კვარეჟმა ასაკს არ უფრთხის

0

უკვე 36 წლისა მოიყარა, სად არ უთამაშია: „სპორტინგი“, „პორტუ“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „ჩელსი“, „ბეშიქთაში“, „ალ-აჰლი“ და „ქასიმფაშა“. ამ უკანასკნელ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და ყველას რომ ეგონა, 2016 წლის ევროპის ჩემპიონი  რიკარდო კვარეზმა ბუცებს ლურსმანზე დაკიდებსო, პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ყველას პირში ჩალა გამოავლო. „კარიერის დასრულება ჩემთვის ჯერ ადრეა, თამაში შემიძლია, არც საგოლე ალღოს ღალატს ვამჩნევ და ახალი კლუბის მოძებნაც არ გამიჭირდება.“ – უთხრა მშობლიური ქვეყნის გამოცემა O Jogo-ს რიკარდომ. ამავე მედიასაშუალებამ ისიც შეიტყო, რომ კვარეჟმას სამსახურით „ბოავიშტაა“ დაინტერესებული, თუმცა ეს თავად ვეტერანს არ დაუდასტურებია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო