11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანმა გასაყიდებს ბუსკეტსი და ალბა დაამატა

0

 

რონალდ კუმანმა „ბარსელონასთან“ თავისი კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმა და რამდენიმე დღეში ბლაუგრანას ჩაუდგება სათავეში. ის უკვე ჩაფრინდა კატალონიის დედაქალაქში. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, პრესაში უკვე დაიწყო მითქმა-მოთქმა თუ რა ცვლილებებს განახორციელებს ნიდერლანდელი მწვრთნელი. არახალია, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ივან რაკიტიჩის, არტურო ვიდალის, სამუელ უმტიტის, უსმან დემბელეს, მარტინ ბრაიტვაიტისა და ხუნიორ ფირპოს ტრანსფერზე დაყენება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ყველას გაკვირვება გამოიწვია Cadena Ser-ის ცნობამ იმის შესახებ, რომ ამათ გარდა კუმანს სერხიო ბუსკეტსისა და ჟორდი ალბას თავიდან მოშორება სურს. ეს ესპანური მედიასაშუალება ამას გადაჭრით ამტკიცებს და ვნახოთ, რა იქნება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო