11 X 11
სპორტული პორტალი

პსჟ ნანატრ ფინალშია! [VIDEO]

0 21

ჩემპიონთა ლიგის ეს, პირველი ნახევარფინალური მატჩი ლისაბონში, „და ლუჟზე“ გაიმართა. ფავორიტად პსჟ კი მიიჩნეოდა, მაგრამ ბევრს აფიქრებდა „ლაიფციგის“ ძალიან ბალანსირებული, შემტევი და ამასთან, პრაგმატული ასპარეზობა ხომ არ შეუქმნიდა გადაულახავ პრობლემებს ბოლო მატჩების საკმაოდ არასტაბილურად ჩამტარებელ პარიზელებს. ფრანგული გუნდის შემადგენლობაში დაბრუნდა ანხელ დი მარია, რამაც დიდწილად განაპირობა პირველ ტაიმში „სემ ჟერმენის“ შეტევათა სიმწვავე. ტომას ტუხელს არ უღალატია ჩვეული 4-3-3 ტაქტიკური სქემისათვის, ისევე როგორც მის ვიზავი იულიან ნაგელსმანს ანალოგიური განლაგებისათვის, ოღონდ ღრმად უკანდახეული საყრდენის კამპლის პოზიციის გამო, დანარჩენ ორ ნახევარმცველს დებიუტიდანვე ხშირად მოუწიათ მოედნის ცენტრისაკენ გადანაცვლება, რამაც მთლად გაუხსნა ხელ-ფეხი პსჟ-ს ისედაც ცქვიტ

და დრიბლიორ შემტევებს. ნეიმარზე დანიშნული ჯარიმის ჩაწოდებას სწრაფი გოლი მოჰყვა. სამიოდე წუთში ისევ დაემუქრა საგოლე ხიფათი გერმანელებს, მაგრამ გადარჩნენ. ნაგელსმანმა შეგირდები 4-5-1-ზე გადააწყო და ამან ამოსუნთქვის საშუალება მისცა „ლაიფციგს“, რამდენიმეჯერ სერხიო რიკოს კარსაც დაემუქრნენ, მაგრამ იმის გამო, რომ მეტოქეს ბურთი უკვე ხელშეუშლელად ამოჰქონდა მოედნის ცენტრამდე, პსჟ-ს ტერიტორიული უპირატესობა ძალიან დიდი შეიქნა, ბურთი სულ გერმანელთა ნახევარზე ტრიალებდა და ამ დაძაბულობას ზედ შესვენების წინ შედეგად მეორე გოლი მოჰყვა.

ნაანტრაქტევს ნაგელსმანმა შიკი და ფორსბერგი შეუშვა, თან გუნდს მოწინააღმდეგის ნახევარზე უმკაცრესი პრესინგი დაავალა, რამაც თავიდან შედეგი გამოიღო, პარიზელები ხშირად კარგავდნენ და ზოგჯერ უმისამართოდ იგერიებდნენ ბურთს. სერხიო რიკოსაც სამუშაო მიეცა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ „ლაიპციგის“ ახალგაზრდა მწვრთნელის ამ სარისკო ტაქტიკამ არ გაამართლა, ზონებს შორის კავშირი გაწყდა და პსჟ-ს ერთ პოზიციურ შეტევას ბერნატის მესამე გოლი მოჰყვა, რითაც ყველაფერი ფაქტობრივად დასრულდა. ტომას ტუხელის სამწყსომ, როგორც იტყოდნენ, დიდოსტატურად მიიყვანა მატჩი ფინიშამდე და თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ნანინანატრი გასვლით დიდადაც გაიხარა.

ლაიფციგი-პსჟ 0:3

გოლები: მარკინიოსი, 13; დი მარია, 42; ბერნატი.

მსაჯი: ბ. კუიპერსი (ნიდერლანდები)

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო