11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

აიაქსი სუარესში 15 მილიონს იხდის

0
03.06.21. 663×81 ბანერი
ამსტერდამის „აიაქსი“ „ბარსელონას“ 33 წლის ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესში 15 მილიონ ევროს სთავაზობს. ნიდერლანდური კლუბი კატალონიელებს ამ დღეებში ოფიციალურად გაუგზავნის ხსენებულ წინადადებას და პასუხს დაელოდება. როგორც იუწყებიან, ბლაუგრანას ახალ თავკაცს რონალდ კუმანს სუარესისა დიდად არ ეიმედება და მის გაშვებაზე უარს არ ამბობს. შეგახსენებთ, „კბენია ლუისი“ „აიაქსში“ 2007-2011 წლებში ძალიან წარმატებულად ასპარეზობდა. სუარესის გადაბირება „იუვენტუსსაც“ მოსურვებია და მისთვის ორწლიანი კონტრაქტის, წლიური 3 მილიონევროიანი ჯამაგირის წინადადება გაუმზადებია. დაველოდოთ რა მოხდება.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო