11 X 11
სპორტული პორტალი

კასილიასი ცოლთან გაყრას უარყოფს

0 16

გამოჩენილი ესპანელი მეკარის იკერ კასილიასისა და მისი თანამემამულე ცნობილი სპორტული ჟურნალისტის სარა კარბონეროს რომანის შესახებ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გახდა საყოველთაოდ ცნობილი, როდესაც ფინალურ მატჩში  „ფურია როხას“ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ იკერმა სარას, რომელიც მას ინტერვიუს ართმევდა, ქალს მიუგო, რა დროს ეს არისო და საჯაროდ, ვნებიანად ტუჩებზე დაეკონა.

გამოხდა ხანი, დაქორწინდნენ კიდეც, წყვილის შესახებ ხშირად იწერებოდა, მათ ურთიერთობას თითქოს არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კასილიასმა მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, ხოლო კარბონეროს საკვერცხეების სიმსივნის გამო ოპერაცია დასჭირდა, აქაოდა მათი ურთიერთობა გაცივდაო. ჭორების აგორებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ სარა პორტუგალიაში, სადაც კარიერის ბოლო წლებს იკერი ატარებდა, ძალიან იშვიათად ჩადიოდა. ამას ისიც დაემატა, რომ კასილიასი ცოლის ბაბუის გასვენებას არ დაესწრო.

ორიოდე დღის წინ კასილიასმა ეს ყველაფერი „სემანას“ ჟურნალისტთან კატეგორიულად უარყო. მან დაადასტურა, რომ როგორც კი მადრიდის „რეალის“ დირექტორატში სამუშაო მიიღო, მადრიდში, მონკლოას რაიონში 3 მილიონ ევროდ 300 კვადრატული მეტრის სახლი იყიდა, რომელიც ოჯახის საერთო საკუთრებად დაარეგისტრირა და იქ მეუღლესთან ერთად იცხოვრებს. „უსიამოვნო ჭორები ცნობილი ადამიანების ცხოვრების თანამდევია, მაგრამ გამოგიტყდებით, ჩემი და სარას ურთიერობის თაობაზე მითქმა-მოთქმა ძალიან არ მსიამოვნებდა. ახლა კი იმედი მაქვს, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება“, – დასძინა იკერმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო