კირილენკო ისევ აირჩიეს
რუსეთის კალათბურთის ფედერაციას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში კვლავ წარსულში ცნობილი კალათბურთელი, NBA-ს რამდენიმე კლუბში ნაასპარეზევი, ანდრეი კირილენკო უხელმძღვანელებს, რომელიც ფედერაციის ყრილობაზე ხმათა დიდი უმრავლესობით (104 ხმა 16-ის წინააღმდეგ) აირჩიეს. მას კონკურენციას „ზრდილობის გამო“ წარდგენილი ედუარდ სანდლერი უწევდა. კირილენკო ამ პოსტს 2015 წლის აგვისტოდან იკავებს.