11 X 11
სპორტული პორტალი

სუარესმა წაიფილაფოზა

0

ჯერ კიდევ “ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი დიდი ინტელექტით რომ არ გამოირჩევა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. თუმცა, ისე მოჩანს, ქრისტეს ასაკში მყოფმა, სულსა და გონებაში რაღაც იგრძნო და თავის ინსტაგრამზე შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა, რომელიც ქართულად ასე მოითარგმანება: ნურასოდეს დაივიწყებ, რომ საკუთარი ბედის მჭედელი თავადვე ხარ.

არა გვგონია, ლუისი ონტოლოგიურ პრობლემატიკას შეეწუხებინა, საქმე მის მომავალ ტრანსფერს უნდა ეხებოდეს. ამის თაობაზე კი ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ სუარესი შეიძლება “აიაქსში” დაბრუნდეს. ისე კი იმის დიდი ალბათობაცაა, რომ ეს თავდამსხმელი რომელიმე სხვა გრანდმა კლუბმაც ისურვოს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო