11 X 11
სპორტული პორტალი

იუვეს სარისთვის კომპენცაციის გადახდა არ უნდა

0 15

ტურინის “იუვენტუსმა” მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი პოსტიდან კი გადააყენა და ანდრეა პირლოთი შეცვალა, მაგრამ სარისათვის 11-მილიონევროიანი კომპენსაცია აქვს გადასახდელი, რადგან კონტრაქტის მიხედვით მწვრთნელს 2022 წლის აგვისტომდე უნდა ემუშავა. ამიტომ ბიანკონერის უფროსობამ გადაწყვიტა სარი ხელშეკრულების ორმხრივ გაწყვეტაზე დაეთანხმებინა, რის შემთხვევაში, რასაკვირველია, კლუბი პირისგასამტეხლოსაგან განთავისუფლდება. არ ვიცით, სამაგიეროდ რას ჰპირდებიან, მაგრამ დონ მაურიციო მაგის ჩიტი არ ჩანს, ამხელა ფულზე უარი თქვას. წინ მისი წინამორბედის მასიმილიანო ალეგრის მაგალითი აქვს, რომელმაც “იუვედან” გაშვების შემდეგ ერთი წელი იუქმა და ტურინელებისაგან 5 მილიონი ევრო მიიღო. როგორც “ლა სტამპა” წერს, სარიმ “იუვეს” წინადადება ძალიან შორს დაიჭირა და თავისას ითხოვს. სათქმელია ისიც, რომ “იუვენტუსს” ასევე კონტრაქტის გაწყვეტა სურს  გონსალო იგუაინთან და სამი ხედირასთან და ფეხბურთელებსაც თურმე ურჩევნიათ სათადარიგონი იყვნენ და ჯამაგირი ისე მიიღონ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო