11 X 11
სპორტული პორტალი

ჯოკოვიჩს აბულინგებენო

0
მოდაში შემოსული ამ სიტყვით დაახასიათა ის გარემოება ავსტრალიის ღია პირველობის ყოფილმა დირექტორმა პოლ მაკენზიმ, რასაც მისი აზრით, ანგლო-საქსური პრესა ამ დღეებში ნოვაკ ჯოკოვიჩზე წერს. “იმას, რასაც ახლა გაზეთები და ტელე და რადიოეთერები კადრულობენ, ძალიან მაგონებს იმ მიუღებელ ზეწოლას, რასაც 1992 წლის უიმბლდონის წინ მონიკა სელეშზე ახდენდნენ. ჩოგბურთელის დემორალიზაციის ასეთი მცდელობა მიუღებელი და სამარცხვინოა. ეს უნდა შეწყდეს!”,- აღშფოთებულია ცნობილი ფუნქციონერი. ამერიკის ღია პირველობაზე ჩასულმა ჯოკოვიჩმა ტურნირის მონაწილეთათვის განკუთვნილი სასტუმრო დაიწუნა და ნიუ-იორკის სხვა ოტელში დასახლდა. ამას ისიც დაემატა, რომ ხისტად უპასუხა მედიის მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოსდა ამ ტურნირზე გამოსვლა იმად ისურვა, რომ მისი მარადი მეტოქე რაფაელ ნადალი არ ითამაშებს.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო