11 X 11
სპორტული პორტალი

კონტე სამშაბათს გადაწყვეტს

0

მილანის “ინტერის ” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ევროპა ლიგის ფინალში “სევილიასთან” დამარცხების შემდეგ, არაორაზროვნად მიანიშნა, რომ თუ კლუბის ხელმძღვანელობა მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შეიძლება სხვა სამსახური ეძებოს. ახლა გაირკვა, რომ ანტონიო კლუბის შეფებს, მათ შორის პრეზიდენტ სტივენ ჯანსაც სამშაბათს შეხვდება და კატეგორიულად მოითხოვს მათგან ჯიბეზე ხელის გაკვრას და სასურველი ფეხბურთელების შეძენას, რადგან მიაჩნია, რომ გუნდი არასათანადოდაა დაკომპლექტებული. კონტეს სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, მას უარს ეტყვიან, მიზეზად კი კოვიდ-19-სა და ისედაც საგრძნობ ეკონომიკურ კრიზისს მოიყვანენ. მოკლედ, დაველოდოთ სამშაბათს და კონტეს გადაწყვეტილებას. არადა, მისი მუშაობით კლუბის ბოსობა კმაყოფილია

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო