11 X 11
სპორტული პორტალი

კრუიფს ძეგლი დაუდგეს

0 16

მართლაც უდიდესი ფეხბურთელი და ასეთივე მწვრთნელი იყო ჰოლანდიელი იოჰან კრუიფი. მის ტიტულთა ჩამოთვლას აქ არ მოვყვებით, რადგან ფეხბურთის გულშემატკივრი ამას შეურაცხყოფად აღიქვამს. იმას კი ვიტყვით, რომ დიდმა იოჰანმა, როგორც მოთამაშემ და შემდეგ როგორც მწვრთნელმა ფეხბურთის განვითარებაში წონადი წვლილი შეიტანა. ამიტომაც იყო, რომ განახლებულ “ამსტერდამ არენას” 2018 წელს, კრუიფის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე, მისი სახელი უწოდეს. აი, გუშინ კი ამ არენის სიახლოვეს კრუიფს ძეგლი დაუდგეს. ბრინჯაოს ქანდაკების და დადგმის თანხა მთლიანად გულშემატკივართა მიერ იქნა შეგროვილი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო