11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

კვარაცხელიას რუბინმა მოსკოვში ცსკა დაამარცხა

0
03.06.21. 663×81 ბანერი
რუსეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ცსკა-მ ყაზანის “რუბინს” უმასპინძლა და სენსაციურად 2:1 მოუგო. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ და მეტად აქტიური გახლდათ.. განსაკუთრებით გამორჩეული მეორე ტაიმში  იყო. 34-ე წუთზე მისი დარტყმული მოსკოველთა მეკარემ აკინფეევმა აიღო. მატჩის ბოლოსკენ ზედიზედ რამდენიმე ხიფათი შეუქმნა მეტოქის კარს, 79-ეზე კი მისი თავური ისევ აკინფეევის ნადავლი გახდა. შემდეგ ყვითელი ბარათიც მიიღო და ყველას რომ ეგონა საბრძოლო ფრე დაფიქსირდებაო, კომპენსირებულ დროში “რუბინმა” გამარჯვების გოლი შეაგდო და დიდადაც გაიხარა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო