11 X 11
სპორტული პორტალი

ლაუტარო სიტის მიუახლოვდა

0

მილანის “ინტერის” 22 წლის თავდამსხმელით ლაუტარო მარტინესით “ბარსელონას” დაინტერესების შესახებ გეცოდინებათ. ნერიაძური მას 90 მილიონ ევროდ კი აფასებს, მაგრამ ვაჭრობაც მოსულაო. ბლაუგრანაში ჯერ მაინც გაურკვეველი სიტუაციაა, უდავოა ჭოჭმანობენ. ამ მდგომარეობის სათავისოდ გამოყენებას “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა შეეცადა და როგორც “დეილი მეილი” ამტკიცებს, პეპი თანახმაა 22 წლის არგენტინელში მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს. ყველაფერი ერთ კვირაში უნდა გაირკვეს.

ალბათ გეცოდინებათ, გვარდიოლას ასაკოვანი და ტრავმირებული სერხიო აგუეროსი აღარ ეიმედება და “ტოტენჰემიდან” ჰარი კეინის, რომელიც ახლა ბაჰამიდან დაბრუნებული კარანტინშია, გადაბირება უნდოდა, მაგრამ “დეზები” საამსეზონოდ თავიანთ კაპიტანს არ ელევიან და ლაუტარო შეიძლება არანაკლები ვარიანტი იყოს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო