11 X 11
სპორტული პორტალი

მაგუაერი პატიმრობიდან გაუშვეს

0 15

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი გარი მაგუაერი, რომელიც საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე თანამემამულე ტურისტებთან ჩხუბის და შემდეგ პოლიციელებთან გაწევ-გამოწევისათვის დაკავებული გახლდათ, დღეს სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლეს. მას და მის რამდენიმე თანამეინახეს, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, უფლება მისცეს საბერძნეთი დატოვონ და სამშაბათს დანიშნულ შემდეგ სასამართლო სხდომაზე მათ ადვოკატები წარმოადგენენ.

მაგუაერმა და მისმა სამმა მეგობარმა სხდომის შემდეგ დაუყონებლივ დატოვეს სასამართლოს დარბაზი, ავტოფურგონში ისე სწრაფად ჩასხდნენ და უცნობი მიმართულებით გაქანდნენ, რომ იქ შეკრებილმა ჟურნალისტებმა კითხვის დასმაც კი ვერ მოასწრეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო