11 X 11
სპორტული პორტალი

NBA-ში საუკეთესო ნიკ ნერსია

0 17

როგორც მოსალოდნელი იყო, გასული სეზონის NBA-ს საუკეთესო მწვრთნელად თავის ისტორიაში პირველად გაჩემპიონებული  “ტორონტო რაპტორსის” თავკაცი ნიკ ნერსი დასახელდა. გამოკითხვაში ასმა სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა და ოთხმოცდაათმა პირველი ადგილი სწორედ ნერსს არგუნა. მისი ხელმძღვანელობით “ტორონტო” ახლაც წარმატებულად ასპარეზობს, პლეი-ოფის მეორე რაუნდშია და ეჭვი არაა შემდეგ ეტაპზე გააღწევს.

გარდა ნერსისა, გამოკითხვაში ხმები მაიკ ბუდენჰოლცერმა, ბილი დონოვანმა, ერიკ სპოელსტრამ, ფრენკ ვოგელმა, ტეილორ ჯენკინსმა, ნეიტ მაკმილანმა, ბრედ სტივენსმა, მაიკლ მელოუნმა, დოკ რივერსმა და რიკ  კარლაილმა მიიღეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო