11 X 11
სპორტული პორტალი

სუარესი სათადარიგოობაზე ყაბულსაა

0 17

საკმაოდ აქტიურად და საფუძვლიანადაც მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას და “ბარსელონას” ახალ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს ლუის სუარესის გაყიდვა აქვთ გადაწყვეტილი. ვეტერანი ურუგვაელი თავდამსხმელის კონტრაქტი კლუბთან გაის ამ დროს სრულდება და აღმოჩნდა, რომ მას ხელშეკრულების პირობების ბოლომდე შესრულება უნდა ანუ არსად გადასვლას არ აპირებს.

სუარესმა დღეს ორჯერ გააკეთა კომენტარი თავის მომავალზე. პირველად ნამეტურ რიხიანად ბრძანა, თუ ვინმეს ჩემი გაშვება უნდა, გაზეთებთან კი ნუ ლაპარაკობენ, კეთილი ინებონ და პირადად მამცნონო. საღამოხანს კი ტონი შეარბილა და განაცხადა, რომ მართალია, გუნდის შეცვლა არ სურს, მაგრამ ისიც ესმის, კუმანს ძირითად შემადგენლობაში შეიძლება სხვა თავდამსხმელის დაყენება ჰქონდეს გადაწყვეტილი, მაგრამ ის ამას მშვიდად მიიღებს და სათადარიგოობასაც დაყაბულდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო