11 X 11
სპორტული პორტალი

დანიელე დე როსი რომას უბრუნდება

0
37 წლის იტალიელი ნახევარმცველი დანიელე დე როსი, რომელმაც კარიერა შარშან “ბოკა ხუნიორსში” დაასრულა და მწვრთნელის ლიცენზიაც აქვს, თავის მშობლიურ “რომას” უბრუნდება. იმ “რომას”, რომელშიც მთელი 17 წლის მანძილზე თამაშობდა, 616 მატჩი ჩაატარა და ბოლოს კაპიტნობდა კიდეც. დანიელე ჯალოროსოს აღმასრულებელ დირექტორს გვიდო ფენგას შეხვდა და კლუბში მისი დასაქმების შესახებ ისაუბრეს. ეს თუ მოხდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც “რომას” ხელმძღვანელობა შეიცვლება. შეგახსენებთ, რომაული კლუბი კომპანია The Friedkin Group-მა შეიძინა და დიდი ცვლილებებიც იგეგმება.

 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო