11 X 11
სპორტული პორტალი

მწვრთნელები ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ

0 18

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, განთქმულ სტადიონ “და ლუჟზე” ჩემპიონთა თასის ფინალში ერთმანეთს “პარი სენ ჟერმენი” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდებიან.

ფავორიტად ამ ტურნირის ფინალებში მრავალნაცადი ბავარიელები ითვლებიან, რაც პარიზელთა მთავარ მწვრთნელს ტომას ტუხელსაც არ უარუყვია. თუმცა, გერმანელმა სპეციალისტმა იქვე დააყოლა, რომ მის გუნდში ანხელ დი მარია და ნეიმარი არიან, რომლებსაც ეს ტიტული მოგებული აქვთ და  ეს გარკვეული პლუსია. მეტოქეს ტუხელმა საოცარ ფორმაში მყოფი, უძლიერესი გუნდი უწოდა, მაგრამ აღნიშნა, რომ პსჟ-ს აქვს თავისი კოზირები, რის გამოყენებას შეეცდებიან. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ფინალში პირველად გასვლამ მის ბიჭებს ფრთები შეასხა და ყველაფერს იღონებენ, რათა პარიზში სანუკვარი თასით ხელდამშვენებულნი დაბრუნდნენ.

თავდაჯერებული, მაგრამ მოზომილი ჩანს “ბაიერნის” თავკაცი ჰანს-დიტერ ფლიკი. მან თქვა, რომ ძალიან მიზანსწრაფულნი არიან, უნდა ითამაშონ საკუთარი ფეხბურთი, გამოავლინონ ყველა საუკეთესო ინდივიდუალური და კოლექტიური ღირსება, რაც მათ გამარჯვებას მოუტანს. ფლიკმა მეტოქე შეაქო, აღნიშნა ის ფაქტი, რომ ამ ტურნირზე პსჟ-მ მხოლოდ ხუთი გოლი გაუშვა, რაც მისი დაცვის ხაზის საიმედო თამაშზე მიუთითებს, ხოლო თავდასხმაზე ლაპარაკიც არ ღირს, რადგან პარიზელთა ეს რგოლი მსოფლიოში საუკეთესოდ მიაჩნია. სწორედ ამიტომ, მის შეგირდებს გამარჯვების მოსაპოვებლად სრული მობილიზება სჭირდებათ და ამას ისინი მოახერხებენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო