11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

სიტის მესი არ ჭირდებაო

0
03.06.21. 663×81 ბანერი
“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ნახევარმცველმა ოუენ ჰარგრივზმა, შეიტყო რა, რომ “ქალაქელების” თავკაცი პეპ გვარდიოლა “ბარსელონადან” ლიონელ მესის გადაბირებას აპირებს, შეიცხადა და თავისი შეცხადება მედიას გაუზიარა. “მჯერა, გვარდიოლა, რომელიც ნამდვილად ნოვატორი მწვრთნელია, მესის დამატებას შეეცდება, რაც არა მგონია, გამოუვიდეს. თუმცა, ეს არაა მთავარი. “სიტის” პრობლემა გუნდში ლიდერის არყოფნაა, რომელიც მოთამაშეებს შეუძახებს, დარაზმავს და მთავარი მიზნისაკენ წაიყვანს. მაგალითი გნებავთ? აგერ “ლივერპული” , რომელიც მთლიანად გარდასახა ვან დეიკმა, “წითლებში” ასეთივე როლს  მეკარე ალისონიც თამაშობს. ასე რომ, “სიტის” მესი კი არა, ახალი კომპანი ჭირდება”, – დაასრულა ჰარგრივზმა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო