11 X 11
სპორტული პორტალი

სუარესი+20 მლნ=ვან დე ბეკი

0

დაახლოებით ასე წარმოუდგენია “ბარსელონას” ახალ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს გარიგება, რომელსაც “აიაქსთან” აპირებს. ნახევარდაცვის გასაძლიერებლად კუმანს აუცილებლად მიაჩნია დონი ვან დე ბეკის “აიაქსიდან” ყიდვა, ვისაც ფრენკი დე იონგს შეუწყვილებს და ახალი ბლაუგრანას “ხერხემალს” შექმნის. ვან დე ბეკს ამსტერდამელები მინიმუმ 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან და რადგან ნიდერლანდური კლუბის სპორტულ დირექტორს მარკ ოვერმარსს ძალიან უნდა “ბარსელონადან” ლუის სუარესის დაბრუნება, კუმანი ფიქრობს, რომ მასში 20 მილიონი არ დაენანებათ და ბლაუგრანას 20 მილიონის ფულად გადახდა ვან დე ბეკში აღარ დაენანება. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სუარესს წასვლა რომ არ უნდა?

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო