11 X 11
სპორტული პორტალი

კოუტინიო ბარსელონაში დაბრუნდება

0 24

“ბარსელონადან” “ბაიერნში” არენდით მყოფ ფელიპე კოუტინიოს მიუნხენელებმა იჯარის გაგრძელება კი შესთავაზეს, მაგრამ ეტყობა, გული უფრო კატალონიური გრანდისაკენ მიუწევს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ თქვა, რომ ძალიან ბედნიერია ამ დიდი ტურნირის მოგებით და ეხლა ესპანეთში უნდა დაბრუნდეს. გარდა “რეკორდმაისტერისა”, მისი გადაყვანა “არსენალმაც” ისურვა და ლონდონელები მის ტარანსფერზე მოლაპარაკების დაწყებას ეშურებიან. ძნელი სათქმელია, სად დაიწყებს ახალ სეზონს ბრაზილიელი შემტევი, რომლის სამსახური საჭიროდ მიაჩნია ბლაუგრანას ახალ თავკაცს რონალდ კუმანს, მაგრამ “ბარსას” პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს კაცი რას გაუგებს?!

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო