11 X 11
სპორტული პორტალი

კონტეს 30 მილიონი წაღლიტეს

0

მილანის “ინტერის” თავკაცს ანტონიო კონტეს დიდი უსიამოვნება შეემთხვა. მას სხვა შვიდ კომპანიონთან ერთად 30.6 მილიონი ევრო წაღლიტეს. “ჩელსის” თავკაცობის დროს მან დანარჩენებთან ერთად ერთ საინვესტიციო კომპანიაში, ვისაც დიდ ბრიტანეთში “მოღვაწე” 54 წლის იტალიელი ფინანსისტი მასიმო ბოჩიკიო ხელმძღვანელობდა, ზემოთ აღნიშნული თანხა გადაურიცხა იმ გათვლით, რომ ამა წლის 30 ივნისამდე მსუყე დივიდენდები უნდა მიეღოთ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ესენიც ადგნენ და იჩივლეს. აღმოჩნდა, რომ ასეთი საინვესტიციო ფონდი არ არსებულა. ბოჩიკიოს მთელი დოკუმენტაცია ნაყალბევი ყოფილა. სასამართლომ ყალთაბანდს ლონდონური სახლი და ლეგალურად არსებული ანგარიშები კი დაუყადაღა, მაგრამ თვითონ სად აორთქლდა, ჯერ ვერ მიაგნეს. როგორც იტყობინებიან, გამოძიება და მიმალულის ძებნა აქტიურად მიმდინარეობს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო