11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანმა სუარესს, წადი, წადიო!

0

გუშინწინ ხომ იყო, “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა საქვეყნოდ რომ გამოაცხადა, თუ ვინმეს ჩემი გუნდიდან გაშვება უნდა, მოიარებით და ზურგსუკან კი ნუ ლაპარაკობს, პირდაპირ მითხრასო. რა მიხვედრა უნდოდა, ეს “ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე” გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი რომ ბრძანდებოდა. შემდეგ ლუისმა ისიც დაამატა, კლუბთან კონტრაქტი გაის ამ დრომდე მაქვს და თუ ძირითად შემადგენლობაში არ დამაყენებენ, სათადარიგოთა სკამზეც გემრიელად ვიჯდებიო. ეს კი ნამდვილად აღარ მოეწონა სუარესზე არანაკლებ ხისტ კუმანს, პირადად არ შეხვდა, მაგრამ დაურეკა და აუხსნა, თუ რატომ ვერ ხედავს ახალ “ბარსაში” სუარესის ადგილს.რა ტონალობაში წარიმართა ეს საუბარი და რა პასუხი მიიღო ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ურუგვაელისგან, ჯერ არაფერს იტყობინებიან.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო