11 X 11
სპორტული პორტალი

ლევანდოვსკიმ თასთან სარეცელი გაიზიარა

0

დღეს მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელმა თავდამსხმელმა, აწგასრულებული სეზონის ტრიუმფატორმა და “ოქროს ბურთის” რეალურმა კანდიდატმა რობერტ ლევანდოვსკიმ ლისაბონში, “და ლუჟზე” ჩემპიონთა ლიგის მოგება ღამით თანაგუნდელებთან ერთად მაგრად აღნიშნა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის საკმაოდ მოზრდილი და მძიმე თასი მთელი ღამით დაისაკუთრა და თავისი სარეცელი გაუზიარა (რაიმე ხიმანკლური არ იფიქროთ, ამ სიტყვის პირდაპირი, არაგავრცელებული მნიშვნელობით), ხოლო დილით ნაბახუსევზე, კარგად გამოძინებულმა ამ პრიზთან ერთად ლოგინში გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე დადო და მიაწერა, დიდებული ღამე მქონდაო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო