“მანჩესტერის” ცენტრალური მცველის ჰარი მაგუაერის ინგლისის ნაკრებში მიწვევის საკითხს დღე ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია განიხილავს ანუ საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე, მეგობრებთან ერთად თანამემამულე ტურისტებთან ჩხუბისა და შემდეგ პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო პასუხისგებაში მიცემული ფეხბურთელი შეიძლება გარკვეული ხნით “ლომების” მიღმა დარჩეს.
სხვათა შორის, ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს გარი საუთგეიტს ევროპა ლიგის მოახლოებული მატჩებისათვის მაგუაერის მიწვევა საბოლოოდ არც ჰქონდა გადაწყვეტილი, რადგან “მანჩესტერის” კაპიტანმა გასულ სეზონში პრემიერლიგის ყველა ფეხბურთელზე მეტი დრო, 5502 წუთი, დაჰყო მოედანზე და გადაღლილად გამოიყურებოდა.